საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-04-20
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

20 აპრილს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პარტნიორი კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. თსუ სტუდენტების დასაქმებისა და სასწავლო პროცესში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის კომპანიის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადაეცემათ. 

 

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის მე-8 სემესტრის 69 სტუდენტმა საწარმოო პრაქტიკა შემდეგ კომპანიებში გაიარა: გარემოს ეროვნული სააგენტო; „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“; შპს „ავერსი-რაციონალი“; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”; საზოგადოება ქართული ლუდის კომპანია  „ზედაზენი“; შპს „ჰენკელ ბილდინგ ქემიკალს ჯორჯია“; სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია; შპს“ სპექტრა გეზის ჯორჯია“; კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო; შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის განყოფილება;


პრაქტიკის პერიოდში სტუდენტები გაეცნენ საწარმოს ისტორიას, ტექნოლოგიურ პროცესებს, წარმოების პროდუქტებს, მათი შეფუთვის საშუალებებს, აგრეთვე წარმოების უსაფრთხოების წესებს და ეთიკის ნორმებს. 

 

სტუდენტებისათვის საწარმოო პრაქტიკის ჩატარება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ რეალურ ცხოვრებაში გამოსცადონ აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციები (ცოდნა და უნარები). ბოლო 3 წლის განმავლობაში 30 ზე მეტი სტუდენტი დასაქმდა ამ კომპანიებში  საწარმოო პრაქტიკის და სტაჟირების გავლის შემდეგ.

 

 

მსგავსი ღონისძიებები