საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-04-07
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 107.

7 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, საქართველოში პირველად გაიმართება ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა-პრეზენტაცია, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ციფრული ჰუმანიტარიის განვითარების ხელშეწყობა, ქართულ ენასთან დაკავშირებული არსებული რესურსების ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელთან ინტეგრირება და ღია მეცნიერების ეროვნული პლატფორმის შექმნა.

გამოფენის მიზანია, თავი მოუყაროს ქართული ენისათვის შექმნილ არსებულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კომერციულ რესურსებს, რათა გამოვლინდეს და შეჯამდეს ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების საერთო სურათი და დაისახოს ქართული ენის ტექნოლოგიზაციის ხარისხის ამაღლების პერსპექტივები. 

 

ღონისძიება ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ენის სახელმწიფო დეპარტამენტსა და "დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოსთან" თანამშრომლობით, ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ასოციაციის მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით. 

 

ღონისძიების მონაწილეები არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში მომუშავე სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუციები და კვლევით ჯგუფები. 

მსგავსი ღონისძიებები