საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-04-11
თარიღი 17:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, თსუ მერვე კორპუსი, მეორე სართული, აუდიტორია N 220.

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აგრძელებს შეხვედრებს "აგორაზე" - სემინარების, მოხსენებების და პრეზენტაციების ციკლს კლასიკური, ბიზანტიური და ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით. 

 

11 აპრილს, 17.00 საათზე მანჩესტერის (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის (ბელგია) უნივერსიტეტების პროფესორი, ორგანიზაცია "ევროკლასიკის" პრეზიდენტი ქრისტიან ლასი წაიკითხავს მოხსენებას "შეზღუდული შესაძლებლობები რომაულ სამყაროში. სოციალური და კულტურული ისტორია" (ქრისტიან ლასის შესახებ იხ.: https://research.manchester.ac.uk/en/persons/christian.laes).

 

 "ევროკლასიკა" არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ევროპის სკოლებსა და უნივერსიტეტებში კლასიკური ენებისა და კულტურის სწავლებას, ხოლო თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანდება 2023 წლიდან ("ევროკლასიკის" შესახებ ინფორმაცია იხ.: https://www.euroclassica.eu/). 

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები