საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-04-11
თარიღი 14:30 სთ
მისამართი უნივერსიტეტის ქუჩა №11, თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობა, ანთიმოზ ივერიელის სახელობის დარბაზი.

11 აპრილს,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში  გაიხსნება ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული ენის მზრუნველნი.’’

 

გამოფენაზე წარმოდგენილი გამოცემები ასახავს ჩვენი უმდიდრესი ქართული ენის სიღრმეს, ენათმეცნიერულ წიაღსვლებს – დაწყებული პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნით, რომელიც იტალიაში გამოიცა კათოლიკე მისიონერების დასახმარებლად. ეს წიგნი სწორედ ქართული ენის ანბანს ეძღვნება და ლოცვებითურთ არის დაბეჭდილი. ამავე დროს, გამოფენილი იქნება შედარებით თანამედროვე ლიტერატურა, რომელიც ქართული ენის შესწავლას ეძღვნება.

 


გამოფენა ორ ნაწილად იქნება დაყოფილი: პირველი – ეს არის რარიტეტები, ძველი ნაბეჭდი წიგნები, ხოლო მეორე – საეტაპო მნიშვნელობის ნაშრომები. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია  ძვირფასი გამოცემა – აკაკი შანიძის დისერტაცია, რომელიც მან 1920 წელს დაიცვა და, ფაქტობრივად, ამით დაიწყო უნივერსიტეტში ქართული საუნივერსიტეტო მეცნიერება.  

 

ღონისძიების ბოლოს გაიმართება ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, გიორგი ახვლედიანის 136 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური ვიქტორინის: ,,გიორგი ახვლედიანის მნიშვნელოვანი თარიღები’’ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება.

 

მსგავსი ღონისძიებები