საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-03-17
თარიღი 15:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ, I კორპუსი, 107 - ე აუდიტორია

17 მარტს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორის ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია - „ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიის დიდი სიახლე“ გაიმართება. ლექცია ეხება ბიზანტიურ - ქართული ფილოლოგიის ორ მნიშვნელოვან სიახლეს: ევროპულ ბიზანტინისტიკაში გამოვლენილ, ეფთვიმე ათონელის დიდ ღვაწლს ბიზანტიური საეკლესიო მწერლობის ცნობილი ჟანრის - მეტაფრასტიკის გავრცელება-დამკვიდრებაში; და მომხსენებლის მიერ ბარლაამ-რომანის სათაურში მოხსენიებული „წმინდა საბას მონასტრის ბერის იოანეს“, რომელიც ბიზანტინოლოგიაში თხზულების ავტორად იყო მიჩნეული, ვინაობის დადგენას.
 

საჯარო ლექცია ტარდება „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ვარლაამ და იოასაფის ისტორიის ქართულ და ბერძნულ რედაქციათა ურთიერთმიმართება“ (FR-21-2001)  ფარგლებში.
 

ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციის შემსწავლელი კომისიის ორგანიზებით გაიმართება. 



 

მსგავსი ღონისძიებები