საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-02-16
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო იწყებს პირველ ფართომასშტაბიან საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“.

 

16 თებერვალს, 16.00 საათზე, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს  შეხვდებიან და სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობენ.


პროექტის მიზანია, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება.
 

პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ბაკალავრიატის დამამთავრებელი, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფი სტუდენტები.


სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, 2023 წლის 10 თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით, განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელ. ფოსტაზე: consumer@gnca.gov.ge

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები