საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-01-30
თარიღი 18:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 115.

თსუ დესპანი საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის  მიზანია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პროფესიული, მასწავლებლის მომზადების) სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება. პროექტი უკვე 11 წელია ხორციელდება და ამ ხნის განმავლობაში მასში მონაწილეობა მიიღო 5000-ზე მეტმა სტუდენტმა. პროექტი აქტუალობას არ კარგავს და წელსაც მასში მონაწილეობის სურვილი ამ დროისთვის 400-მდე სტუდენტმა გამოთქვა.

 

მიმდინარე წელს, ისევე როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში, პროექტი ხორციელდება სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრთან ერთად. ეს დამატებითი შესაძლებლობაა ჩართული სტუდენტებისთვის, რადგან მათ აქვთ საშუალება წვდომა ჰქონდეთ მათთვის მნიშვნელივან სხვადასხვა სახის აქტივობებზე, რაც მათ პროფესიულ და კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

პროქტში მონაწილეობა  ხელს უწყობს სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვას და არაფორმალური განათლების განვითარებას, რომელიც რექტორატისა და ადმინისტრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს. ამასთან, აღსანიშნია რომ პროექტი პასუხობს მესამე მისიით განსაზღვრულ საჭიროებებს და შეაქვს წვლილი საზოგადოების განვითარებაში.

 

პროექტის მონაწილე დესპანებს შესაძლებლობა ექნებათ სურვილის შემთხვევაში ჩაერთონ ისეთ მნიშვნელოვან ტრენინგებში როგორებიცაა:

 

კარიერის მართვის კურსი

გუნდური მუშაობა და პრობლემის გადაჭრა

პროექტის წერა

 

 დესპანების საერთო შეკრება შედგება 30 იანვარს 18:00 საათზე. ამის შემდგომ მათ  ჩაუტარდებათ საჭირო ტრენინგები პრეზენტაციის უნარებში. რის შემდეგაც თებერვლის მეორე ნახევრიდან ესტუმრებიან მშობლიურ სკოლას, სადაც უფროსკლასელებს გაუზიარებენ საკუთარ საუნივერსიტეტო გამოცდილებას.

 

მსგავსი ღონისძიებები