22 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართება პროფესორ ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია ერთ ძალიან საინტერესო წიგნზე, რომლის სახელსაც ამჯერად საიდუმლოდ ვტოვებთ, რადგან აღნიშნული წიგნი თსუ ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში - ,,შეძელი და გამოიცანი’’ მონაწილეობს.
სწორედ აღნიშნული თამაშის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება ღონისძიების დასაწყისში.
გამარჯვებულებს გადაეცემათ საინტერესო საჩუქრები, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისგან, ასევე სხვადასხვა გამომცემლობებისგან.