საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-12-16
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზირი №1. თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №107.

16 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ,,სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკა’’ - ორტომეულის პრეზენტაცია.
 

წინამდებარე გამოცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია, ,,სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკის’’ შექმნა, რაც ამ ეტაპზე გულისხმობდა 2 წიგნის გამოცემას.
 

პირველ წიგნში ,,სოციალ-დემოკრატია და ნაციონალური საკითხი’’ იბეჭდება: ნოე ჟორდანიას ,,ნაციონალური კითხვა ჩვენში’’ და ,,ნაციონალური კითხვა ამიერკავკასიაში’’, აკაკი ჩხენკელის ,,სახელმწიფო და ერი’’, ირაკლი წერეთლის ,,მამულიშვილობა, ეროვნება თუ ხალხის სამსახური?’’ აგრეთვე სპეციალურად ამ წიგნისთვის ქართულად თარგმნილი ოტო ბაუერის ნაშრომები წიგნიდან ,,სოციალ-დემოკრატია და ეროვნული საკითხი’’ (,,თანამედროვე სახელმწიფო და ერი’’, ,,ეროვნების პრინციპი’’, ,,ავსტრია, როგორც გერმანული სახელმწიფო’’, ,,ისტორიის არმქონე ერების გამოღვიძება’’, ,,თანამედროვე კაპიტალიზმი და ეროვნული სიძულვილი’’, ,,სახელმწიფო და ეროვნული ბრძოლები’’, ,,მუშათა კლასი და ეროვნული ბრძოლები’’), ჟან ჟორესის ,,ინტერნაციონალი და სამშობლო’’, ერნესტ რენანის ,,რა არის ერი?’’
 

მეორე წიგნში იბეჭდება ხარიტონ შავიშვილის ორი თხზულება: ,,სამშობლო, ციხეები, გადასახლება’’ და ,,რუსი რევოლუციონერები 1908 წლის ჟენევაში’’ - ორივე ტექსტი ამ გამოცემისთვის ფრანგულიდან პირველად ითარგმნა.


ღონისძიების ბოლოს გაიმართება თსუ ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის - ,,ერთი დღე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან (1918-1921)'' გამარჯვებულების დაჯილდოება და სერტიფიკატების გადაცემა.

 

მსგავსი ღონისძიებები