საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-12-10
თარიღი 17:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

10 დეკემბერს, 17:00 საათზე, თსუ-სა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის - „საჯარო მმართველობა“ კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე 2009 წლიდან ფუნქციონირებს ინგლისურენოვანი, ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა .„საჯარო მმართველობა“. პროგრამის განხორციელებაში თანაბრადაა ჩართული როგორც თსუ-ს, ისე შპაიერის უნიევრსიტეტის აკადემიური პერსონალი. პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა თსუ-ს დიპლომი, შპაიერის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე მითითებით.

 

პროგრამა არის საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი სამაგისტრო პროგრამა საქართველოში. პირველი აკრედიტაცია მიენიჭა 2015 წელს - ამ დრომდე უპრეცედენტო მოვლენა ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში. პროგრამის საერთაშორისო რე-აკრედიტაცია განხორციელდა 2021 წელს და ამ შემთხვევაშიც, მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია შენიშნვნებისა და რეკომენდაციების გარეშე, უკვე 7 წლის ვადით.

 

თსუ-სა და შპაიერის უნივერსიტეტის თანამშრომლობა გაღრმავდა 2013 წელს, ერთობლივი ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის დაფუძნებით, რომელიც მოქმედებს თსუ-ს ბაზაზე და ორიენტირებულია საჯარო მმართველობის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე. ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულია ოცდაათამდე სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმი, გამოცემულია არაერთი სახელმძღვანელო და ფორუმის მასალა.

 

თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, იგეგმება სადოქტორო პროგრამის შექმნა, რომლის განმახორციელებელი მხარეები იქნებიან თსუ, შპაიერის უნივერსიტეტი და ბუდაპეშტის ანდრაშის უნივერსიტეტი.

 

ღონისძიებაზე პროგრამის ორმოცდაექვს კურსდამთავრებულს გადაეცემა დიპლომი.

მსგავსი ღონისძიებები