საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-12-26
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 115.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (ჰაბის) ინიციატივით,  26 დეკემბერს, 14:00 საათზე, გაიმართება პანელური სესია, სახელწოდებით: "ილია ჭავჭავაძე - წარსული და თანამედროვეობა."

 

მოდერატორი: აკაკი ჩიქობავა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 

მომხსენებლები: დიმიტრი შველიძე, მარიამ ჩხარტიშვილი, ირაკლი ჩხაიძე. აბსტრაქტი: ილია ჭავჭავაძე - ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და მწერალი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში. ის სათავეში ჩაუდგა თერგდალეულთა თაობას, რომლებმაც ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში მოდერნული, ევროპული იდეები და ხედვები შემოიტანეს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ევროპელობის და საქართველოს ევროპული მომავლის ნარატივი ყველაზე მკაფიოდ, პირველად, სწორედ ილია ჭავჭავაძის ნააზრევში გამოჩნდა. საგარეო საკითხებისადმი მიძღვნილმა მისმა წერილებმა მეტად დააახლოვა ქართული საზოგადოება დასავლეთსა და ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან.

მსგავსი ღონისძიებები