საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-12-05
თარიღი 17:30 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

 5 დეკემბერს, 17:30 საათზე,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ალფრედ ადლერის  წიგნის „ადამიანის ბუნების შეცნობისათვის“ განხილვა.

  ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის, ალფრედ ადლერის (1870-1937) იდეებმა ღრმა კვალი დაატყო XX საუკუნეს. ადლერი ფროიდის ფსიქოლანალიზს მალევე ჩამოშორდა და საკუთარი თეორია შექმნა, რომელსაც „ინდივიდუალური ფსიქოლოგია“ უწოდა. ფროიდისგან განსხვავებით, ადლერმა ჩამოაყალიბა არასრულფასოვნების კომპლექსის ცნება. მისი აზრით, პიროვნების განვითარება დიდწილად, ამ კომპლექსის კომპენსაციაზეა დამოკიდებული.

   „ადამიანის ბუნების შეცნობისათვის“ პირველად 1927 წელს გამოიცა. მასში ავტორი ადამიანის ქცევის კანონზომიერებებს განიხილავს და „ინდივიდუალური ფსიქოლოგიის“ საფუძვლებს აცნობს მკითხველს.

წიგნი გამოცემულია გამომცემლობა ,,დიოგენეს მიერ’’. გამოცემას წარადგენს მთარგმნელი თამარ ბოგვერაძე და ფსიქოლოგები მარინე ჩიტაშვილი და ლელა ტყეშელაშვილი.

 

მსგავსი ღონისძიებები