საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-12-02
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 107.

2  დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და საჯარო ლექციას წაიკითხავს ამერიკელი მოსამართლე ფლორიდის შტატიდან  მარკ სპაისერი.  ლექციის თემა იქნება აშშ-ის სამართლებრივი სისტემის მიმოხილვა. სპაისერს მოსამართლის პოზიციაზე მუშაობის 38-წლიანი გამოცდილება აქვს.  ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და გახმაურებულ თუ ნაკლებად გახმაურებულ საქმეებთან ერთად, მის სახელს უკავშირდება 4 საქმე, რომლის განაჩენად სიკვდილით დასჯა დადგა.

საჯარო ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე და გათვალისწინებულია იურიდიული მიმართულების სტუდენტებისა და პროფესურისთვის. ლექცია/მოხსენების გარდა  დაგეგმილია ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმში მუშაობაც. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს ასევე ფლორიდის შტატის ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეებში რობერტ ტრაჩმენი.

 

მსგავსი ღონისძიებები