28 ნოემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გამომცემლობა „პალიტრა L“-ს შორის გაფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, გაიმართება ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი - 2022’’-ის გამარჯვებული წიგნების პრეზენტაცია. კერძოდ, ირაკლი არიშვილის „დასაწყისის დასასრული“, ოლანი ბიწაძის „მანიტუ“ და ანუკი შატაკიშვილის „წუთით კოსმოსში.“
აღნიშნული წიგნები გამოცემულია ,,პალიტრა L’’-ის მიერ.
წიგნის ავტორებთან ერთად ღონისძიებას დაესწრება აღნიშნული კონკურსის ავტორთა მენტორ-რედაქტორი, მწერალი ბესო ხვედელიძე, გამომცემლობა პალიტრა L-ის მარკეტინგის ჯგუფის წარმომადგენლები და პროექტის მენეჯერი.