27 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებით პროფესორ გიორგი წერეთლის დაბადებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ეკონომიკის ინოვაციური განვითარება: მსოფლიო გამოცდილება და პერსპექტივები” გაიმართება. კონფერენცია 10 საათზე გაიხსნება და რამდენიმე სექციად იმუშავებს.
კონფერენცია დაყოფილია: ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის პრობლემათა კვლევის, მაკროეკონომიკის, მდგრადი განვითარების, ფინანსებისა და საბანკო საქმის, სექტორული და რეგიონული ეკონომიკის, დემოგრაფიის, სოციოლოგიისა და შრომის ეკონომიკის სექციებად.
კონფერენციაში ქართველ ეკონომისტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ დარგის უცხოელი სპეციალისტები.