16 ნოემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფოტოებისა და რეტროსპექტული წერილების გამოფენა გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სომხეთში მცხოვრებ ქალთა ისტორიები, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში წარმატებას მიაღწიეს, ამასთან ერთად, თავიანთი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გარკვეული სირთულეები გადაიტანეს.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციის „თანაბარი უფლებებისთვის“ საგანმანათლებლო ცენტრის მიერ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი „თავისუფლებისთვის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონის ერევნის ოფისის მხარდაჭერით.
ფოტოგრაფები: ანი გევორგიანი, ნელლი შიშმანიანი, ნაზიკ არმენაკიანი, სუსინა ხაჩატრიანი, ვაღინაკ ღაზარიანი, ფირუზა ხალაფიანი.