15 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება ესეების კონკურსში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით წელიწადში ორჯერ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასა და ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით იმართება ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას.
კონკურსის თემატიკა ასეთია: ჩემი საყვარელი მწერალი, ჩემი საყვარელი ნაწარმოები, ჩემი საყვარელი პერსონაჟი.
კონკურსის 3 გამარჯვებულს, სერტიფიკატთან ერთად გადაეცემათ თსუ გამოცემები და სამახსოვრო საჩუქრები თსუ ბიბლიოთეკისგან.
ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
2 გამარჯვებულს ავლენს ჟიური, მესამე გამარჯვებული ხდება ბიბლიოთეკის რჩეული.
კონკურსის ჩატარების მიზანია სკოლის მოსწავლეებში წიგნიერების ამაღლება, თსუ ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებში ჩართულობა.