საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-10-29
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზირი 1. თსუ, პირველი კორპუსი, აუდიტორია 107

29 ოქტომბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოანალიტიკური კონფერენცია „მოზარდობის კრიზისი სოციალური და კულტურული კრიზისის კონტექსტში“ გაიხსნება.


კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე; ასოციაცია Espace Analytique - formation psychanalytique et de recherche freudienne (პარიზი); ასოციაცია ბულგარეთის ფსიქოანალიტიკური სივრცე (სოფია).


მასპინძელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი; ფსიქოლოგიის დეპარტამენტი; პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების ინსტიტუტი.

 

კონფერენციის თემაა „მოზარდობის კრიზისი სოციალური და კულტურული კრიზისის კონტექსტში“.
 

მოზარდობა წარმოადგენს კრიზისს, რომელიც როგორც ფსიქოაფექტურ და სხეულებრივ, ასევე სუბიექტის სოციო-კულტურულ ტრანსფორმაციასა და დაფუძნების ურთულეს პროცესს გულისხმობს. მოზარდობის კრიზისი გარდა ღრმად სუბიექტური ფსიქიკური სტრუქტურაციისა დაკავშირებულია საზოგადეობაში არსებულ კრიზისთან და საზოგადეობის სტრუქტურაციის რთულ პროცესთან, რომელსაც დღეს საქართველოში ვაკვირდებით. მოზარდობის კრიზისი საქართველოში სოციო-კულტურული და პოლიტიკური კრიზისით არის დუბლირებული, რაც მოზარდობას, როგორც ასაკს, და როგორც ფსიქიკურ პროცესს, სოციალურ სიმპტომადაც აქცევს. სწორედ აღწერილ კონტექსტში იქნება განხილული მოზარდობა კონფერენციაზე.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

 

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები