29 ოქტომბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მესამე საერთაშორისო კონფერენცია „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ გაიხსნება.
31 ოქტომბერს, 13.00 საათზე, კონფერენციის სტუმარი - ევროპარლამენტის ტერმინოლოგიური მართვის განყოფილების ხელმძღვანელი როდოლფო მასლიასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მკვლევრებთან გამართავს სამუშაო შეხვედრას და წაიკითხავს ლექციას შემდეგ საკითხებზე: მრავალენოვნება ევროკავშირში; ევროპული ინსტიტუტების თანამშრომლობა ტერმინოლოგიაში; ქართული, როგორც კანდიდატი ენა; პროგრამის - „ტერმინოლოგია საზღვრებს გარეშე“ – პროექტები და საქართველოს უნივერსიტეტების მონაწილეობა.
როდოლფო მასლიასი – ევროპარლამენტის ტერმინოლოგიური მართვის განყოფილების ხელმძღვანელი. იგი გახლავთ 2008 წლიდან ევროპარლამენტის თარგმანის გენერალური დირექტორატის ტერმინოლოგიის საკოორდინაციო განყოფილების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; 1981 წლიდან ბერძნული მთარგმნელობითი განყოფილების მთარგმნელი; 2013 წლიდან ლუქსემბურგის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლის ტერმინოლოგიას ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, გერმანულ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე; არის რამდენიმე საბჭოსა და სამეცნიერო კომიტეტის წევრი.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია