საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-10-12
თარიღი 15:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.

12 ოქტომბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტის მიხედვით ცხადდება მიღება დებატების სკოლაში ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. სკოლაში მოხვედრის შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ წარმატებულად გაიარონ გასაუბრებები, შთამბეჭდავად მოახდინონ თვითპრეზენტაცია, ეფექტიანად აწარმოონ მოლაპარაკებები, დაეუფლონ სიტყვით გამოსვლის ტექნიკებს.
 

დებატების კურსის წარმატებულად გავლის შემდეგ გაიცემა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი. კურსდამთავრებულებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა დებატების აქტივობებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
 

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 2022 წლის 14 ოქტომბრამდე, მითითებულ ბმულზე.
 

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით მითითებულ ბმულს ან დაუკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 733 306

მსგავსი ღონისძიებები