საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-10-13
თარიღი 18:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ 1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

13 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქირურგთა საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია „განსხვავებული და იშვიათი შემთხვევები ქირურგიაში“ გაიხსნება. 
 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი, საქართველოს გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა ასოციაცია და საქართველოს ექიმთა ასოციაცია.


ქირურგთა საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია, რომელშიც ქართველ ქირურგებთან ერთად მონაწილეობს 10 ქვეყნის წამყვანი უცხოელი სპეციალისტი, საშუალებას მისცემს ქირურგებს, მომიჯნავე დარგის სპეციალისტებს და განსაკუთრებით რეზიდენტებს, დოქტორანტებსა და სტუდენტებს გაეცნონ დარგის სიახლეებს და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

 

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება წიგნის: „Exceptional and Rare Cases in Surgery” პრეზენტაცია, რომელშიც შეტანილია 115 ექსკლუზიური შემთხვევა ქირურგიული პრაქტიკიდან და რომლის მთავარი რედაქტორი და წარმდგენია თსუ პროფესორი მერაბ კილაძე.
 

კონფერენციის ძირითადი თემატიკაა „განსხვავებული და იშვიათი შემთხვევები ქირურგიაში“, ხოლო პლენარული სესიები ჩატარდება ზოგადი და მინიინვაზიური ქირურგიის, ქირურგიული ონკოლოგიის, ტრანსპლანტაციის, ინტერვენციული რადიოლოგიის და უროლოგიის სექციებში.
 

კონფერენციის პლენარული სხდომები გაიმართება 14-15 ოქტომბერს, 10:00-18:00  “American Hospital Tbilisi”- ში.

 

კონგრესის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
 

კონფერენციაში მონაწილე დელეგატებს გადაეცემათ 5 ECTC (ევროპული კრედიტი) და სერტიფიკატი.
 

კონფერენციის პრეზიდენტია: ამერიკული ჰოსპიტალ თბილის-ის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ კილაძე
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე: პროფესორი გია ლობჟანიძე

მსგავსი ღონისძიებები