საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-10-07
თარიღი 9:00 სთ
მისამართი სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინსულტის ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ჩატარდება მე-8 რეგიონული კონფერენცია - "თბილისი 2022: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.” რეგისტრაცია 7-8 ოქტომბერს 08.30 საათზე, კონფერენციის გახსნა 09.00 საათზე

 

ღონისძიება ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის (World Stroke Organization, WSO) ეგიდით იმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ინსულტის დარგში მოღვაწე მსოფლიოს გამოჩენილი მკვლევრები და პრაქტიკოსები დასავლეთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ისრაელიდან, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან.

 

შეხვედრის ძირითადი მიზანია ინსულტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სამეცნიერო კონცეფციებისა და პრაქტიკული მოსაზრებების გაცვლა. შეხვედრის სამიზნე აუდიტორიაა: ნეირომეცნიერები, ნევროლოგები, ინსულტის სპეციალისტები, ასევე ნეიროქირურგები, სისხლძარღვთა ქირურგები, რადიოლოგები და ზოგადი პრაქტიკოსები.

 

კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2022 წლის საგრანტო კონკურსის „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების“ მეორე ლოტის კონკურსის ფარგლებში [გრანტის ნომერი MG-ISE-22-314], თანადაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს ინსულტის ასოციაცია.

მსგავსი ღონისძიებები