6 ოქტომბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “პოლონეთი - საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი” გაიხსნება.
კონფერენციის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლონისტიკის ცენტრი; პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში; საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“; მსოფლიო თანამეგობრობა „ვსპულნოტა პოლსკა“.
კონფერენცია ეძღვნება კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „პოლონიას“ 25 წლის იუბილეს.