ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (ჰაბის) ინიციატივით, იგეგმება პანელური სესიების სერია, რომელიც მიეძღვნება ისტორიულ და თანამედროვე პერსპექტივაში დემოკრატიზაციის და ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების განხილვას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2022 წლის 11 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება სერიის პირველი პანელური სესია, სახელწოდებით:„პატარა ქვეყნების გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მაგალითზე“.
მოდერატორი:
მიხეილ კეჭაყმაძე - ოქსფორდის უნივერსიტეტი
მომხსენებლები:
მალხაზ მაცაბერიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თორნიკე თურმანიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ირაკლი ხვადაგიანი - საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია