საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-05-30
თარიღი 17:00 სთ
მისამართი მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი N 1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 214

30 მაისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „საქართველო: ტრავმა და ტრიუმფი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე“ პრეზენტაცია გაიმართება.

 

მონოგრაფია გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო პროექტის ფარგლებში (გრანტი N FR-18-3459). პროექტზე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი: პროფესორი ნინო ჩიქოვანი, ასოცირებული პროფესორები ქეთევან კაკიტელაშვილი, ივანე წერეთელი, ირაკლი ჩხაიძე, ასისტენტ პროფესორი მაია ქვრივიშვილი და დოქტორანტი ქეთევან ეფაძე. მონოგრაფიაში, კულტურის კვლევათა პარადიგმულ ჩარჩოში, შესწავლილია 1980-იანი წლების დასასრულისა და 1990-იანი წლების დასაწყისის საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესები. აღდგენილია ამ გარდამტეხ პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებული აღქმები, დამოკიდებულებები, მნიშვნელობები, მეხსიერების თავისებურებები, ყოველდღიურობა, შეცვლილი ურთიერთობები, იდენტობის ტრანსფორმაცია, ღირებულებების გადაფასება, თავბრუდამხვევ წარმატებებთან და მტკივნეულ მოვლენებთან გამკლავების პრობლემა.

მსგავსი ღონისძიებები