30 მაისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.
თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტს დოქტორ ადელა დე ლა ტორეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროექტის განვითარებასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთობების გაღმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.