საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-05-19
თარიღი 19:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია

19 მაისს 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის 23-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. 
 

საერთაშორისო კონფერენცია 21 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს მიეძღვნება. 
 

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების ფართო სპექტრი მოიცავს ისტორიას, პოლიტიკას, განათლებას, რელიგიას, არქიტექტურას, ლიტერატურას, ხელოვნებას, ფილოსოფიას, მასმედიას, სამართალს, ეკონომიკას, სოციალურ და ქალთა საკითხებს, მეცნიერებას და ტექნოლოგიასა და ა.შ. სხვადასხვა დარგობრივ სექციაში მუშაობის შემდეგ გაიმართება დისკუსია. 
 

თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია კონფერენციაზე წარმოდგენილ გამორჩეულ მოხსენებებს პერიოდულ გამოცემაში ,,ამერიკის შესწავლის საკითხები“ დაბეჭდავს.
 

კონფერენციის მესამე დღეს დაგეგმილია მრგვალი მაგიდა  - ამერიკისმცოდნეობის პროგრამების როლი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაში (დასაწყისი 14:00 საათზე, 214-ე აუდიტორია, თსუ I კორპუსი).

 

მსგავსი ღონისძიებები