14 აპრილს, 15.00 საათზე, პროფესორი თინათინ ბოლქვაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ქართული ენა 1978 წლიდან დღემდე“.
განხილული იქნება ის გზა, რომელიც გაიარა ქართულმა ენამ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში; 1978 წლის 14 აპრილის მასობრივი გამოსვლების როლი ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის შენარჩუნებასა და მეზობელი ქვეყნების კონსტიტუციებში მოსალოდნელი ავბედითი ცვლილებების შეჩერებაში. 1989 წლის 9 აპრილამდე ეს იყო საბჭოთა კავშირში პირველი, განსაკუთრებით ხალხმრავალი დემონსტრაცია, რომელმაც დასახულ მიზანს უსისხლოდ მიაღწია. ლექციაში განხილული იქნება ის საერთაშორისო გამოხმაურება, რომელიც მოჰყვა საბჭოეთისთვის მოულოდნელ ხალხმრავალ გამოსვლას; ის ქარტეხილები, რომლებიც გამოიარა ქართულმა ენამ და ის რთული კონკურენცია, რომელშიც აღმოჩნდა ქართული პოსტსაბჭოთა პერიოდში.
ლექცია გაიმართება შერეული ფორმატით - თსუ პირველი კორპუსის 304-ე აუდიტორიაში და ზუმის პლატფორმაზე:
პასკოდი საჭირო არ არის.