საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-04-19
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, მე-2 სართული, მუზეუმი

19 აპრილს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრა მართავს გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილისადმი მიძღვნილ საღამოს, რომელიც ეხება მის ორიგინალურ შემოქმედებასა და მის თარგმანებს. 

გიორგი ეკიზაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, არაერთი კონკურსისა და ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. ფრანგული კულტურის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის დაჯილდოვებულია საფრანგეთის  სახელმწიფო ორდენით „აკადემიური პალმის კომანდორი“.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოისმინოს და გაეცნოს ბ.-ნი გიორგის შემოქმედებას, მის თარგმანებს, რომლებიც ქართულ ენაზე გადმოტანილი რეალობიდან გვაახლოებს ფრანგ და ფრანკოფონ ავტორთა ლიტერატურულ სამყაროსთან. 

საღამოზე, აგრეთვე, იქნება შესაძლებლობა, უკეთ გავიცნოთ გიორგი ეკიზაშვილის ორიგინალური პოეზია.

საღამო გაიმართება საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მხარდაჭერით.
 

მსგავსი ღონისძიებები