საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-04-07
თარიღი 12:00 სთ
მისამართი .

2022 წლის 11 აპრილს, გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამის“ საინფორმაციო შეხვედრა.

პროგრამას ახორციელებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD).

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას საერთაშორისო კავშირების დამყარების პროცესში საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის გზით. აღნიშნული მიზნების მისაღწევად პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მკვლევართა მობილობის  საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება.

საინფორმაციო შეხვედრაზე გაეცნობით საგრანტო კონკურსის პირობებს, რომელიც ითვალისწინებს მკვლევართა და ინოვატორთა კვლევითი ვიზიტის დაფინანსებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

შეხვედრის ფარგლებში სამიზნე აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

მობილობის საგრანტო კონკურსის აღწერა, მისი მიზნები და ამოცანები;
კონკურსის ადმინისტრირების კალენდარი;
კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი;
სამიზნე აუდიტორია და კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები;
განაცხადების მიღების პროცესი;
მოსალოდნელი შედეგები და ვალდებულებების შესრულების ინდიკატორები.

შეხვედრის სამუშაო ენა, ისევე, როგორც კონკურსის ადმინისტრირების ენა - ინგლისური.

შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, მიმდინარე წლის 7 აპრილის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

შეხვედრაზე დასწრების რეგისტრირებულ მსურველებს 8 აპრილს გამოგეგზავნებათ შეხვედრის ზუსტი დრო და მისამართი.

მსგავსი ღონისძიებები