საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-04-01
თარიღი 17:00 სთ
მისამართი თსუ

1 აპრილს, 17:00 საათზე,  თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე.

მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი, დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური საბაკალავრო პროგრამების შესახებ.

 

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა;

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა.

 

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრებთან, თითოეული საბაკალავრო პროგრამის წარმომადგენელთან, ლექტორებთან და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აბიტურიენტები გაეცნობიან ფაკულტეტზე მოქმედ პროგრამებს, ღონისძიებებს, საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან გაცვლით პროგრამებსა და სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებას.

შეხვედრა გაიმართება ონლაინ, ZOOM პლატფორმაზე.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე.

რეგისტრაციისას მითითებულ მეილზე მიიღებთ შეტყობინებას და დეტალურ ინსტრუქციას შეხვედრაზე დასასწრებად.

 

 

მსგავსი ღონისძიებები