საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-03-11
თარიღი 13:00 სთ
მისამართი ი. ჭაჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი

11 მარტს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას XX საუკუნის უდიდესი მოაზროვნის, გერმანელი ფილოსოფოსის, ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის მარტინ ჰაიდეგერის(1889-1976) ნაშრომების სრული გამოცემა გადაეცემა. ფილოსოფოსის ნაშრომებს თსუ-ს ფილოსოფოსის ძმისშვილის ჰაინრიხ ჰაიდეგერი გადასცემს.

მარტინ ჰაიდეგერმა კაცობრიობის განვითარებაში უზარმაზარი მსოფლმხედველობრივი გადატრიალება მოახდინა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიური სკოლა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გამორჩეული იყო ჰაიდეგერის სამეცნიერო შემოქმედების შესწავლით. სწორედ ამ გამორჩეულობის გამო, ჰაინრიხ ჰაიდეგერმა მადლიერების ნიშნად, ანდერძით თსუ-ს აჩუქა სახელგანთქმული ფილოსოფოსის სამეცნიერო მემკვიდრეობის 99 ტომი (გამომცემლობა Vittorio Klostermann, ქ. მაინის ფრანკფურტი: 1978–2020). ანდერძის ხელნაწერი დადასტურებულია გერმანიის ზიგმარინგენის საქალაქო სასამართლოს მიერ).

კოლექციის თბილისში ჩამოტანაში უნივერსიტეტს განსაკუთრებული დახმარება გაუწია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ.

მსგავსი ღონისძიებები