საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-03-04
თარიღი 12:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

4 მარტს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის პროექტის „ანთიმოზ ივერიელი-ევროპული სააზროვნო სივრცის ნაწილი“შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. თსუ პროფესორებისა და მკვლევრების მიერ პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა სამი წიგნი: „ანთიმოზ ივერიელის  თხზულებები“ (მეორე ტომი), „ანთიმოზ ივერიელის რჩეული თხზულებების სამენოვანი ქართულ-რუმინულ-ინგლისური პარალელური ტექსტების კრებული“ და „ანთიმოლოგიური შტუდიები: ტრადიცია და პერსპექტივები“.

პროექტის ფინალურ პრეზენტაციას დაესწრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პატრიარქის თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო და რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი რეზვან როტუნდუსი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან  პროექტის უცხოელი კონსულტანტები რუმინეთიდან, ბუქარესტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ვიორელ ვიზურეანუ, ბუქარესტის ანთიმის მონასტრის არქიმანდრიტი მიქაელ სტანჩიუ და სხვ.

პროექტი, რომელმაც 2019 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვა, მიზნად ისახავდა ანთიმოზ ივერიელის შემოქმედების ფუნდამენტურ შესწავლას და მისი ჯერ უკვლევი არსებითი ნაწილების შტუდირებას.

პროექტის ფარგლებში შექმნილ აკადემიურ გამოცემაში „ანთიმოზ ივერიელის  თხზულებები“(მეორე ტომი) თავმოყრილია წმინდა ანთიმოზ ივერიელის თეოლოგიურ-ფილოსოფიური და თეოლოგიურ-პოლიტიკური ხასიათის ნაშრომები, მის  მიერ შექმნილი ლოცვები და ქრისტიანული პოეზიის ნიმუშები. კრებულში წარმოდგენილი ყველა  ტექსტი პირველად ითარგმნა  ქართულ ენაზე რუმინულიდან და ბერძნულიდან. ამ ტომის გამოცემით პრაქტიკულად დასრულდა ანთიმოზ ივერიელის ნაშრომთა გადმოქართულება და აკადემიურ წრეებსა თუ  დაიტერესებულ საზოგადოებას ექნება საშუალება სრულად გაეცნოს განმანათლებლობის ეპოქის უდიდესი მოაზროვნის ნაშრომებს.

გამოცემაში „ანთიმოზ ივერიელის რჩეული თხზულებების სამენოვანი ქართულ-რუმინულ-ინგლისური პარალელური ტექსტების კრებული“   ავტორის ცნობილი  „დიდაქეებიდან“ 15 ქადაგება და თხზულება „სწავლება სინანულის საიდუმლოს შესახებ“.  ტომი უნიკალური იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი არის ანთიმოზ ივერიელის ნააზრევის ინგლისურ ენაზე გადმოტანის პირველი მცდელობა მსოფლიოში. კრებულის რედაქტორება ინტერნაციონალური ხასიათს ატარებს; ქართული ტექსტების  რედაქტორია აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი, რუმინული ტექსტების- თეოლოგიის დოქტორი, არქიმანდრიტი მიქაელ სტანჩიუ, ხოლო ინგლისური თარგმანის სამეცნიერო რედაქტორია ოქსფორდის უნივერსიტეტის იესოს კოლეჯის დეკანი, პროფესორი მაიქლ ვიქერსი.

მესამე გამოცემა „ანთიმოლოგიური შტუდიები: ტრადიცია და პერსპექტივები“წარმოადგენს მონოგრაფიას   ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური ხასითის ტექსტებისა და შემოქმედებითი გზის ფუნდამენტური კვლევის შედეგების შესახებ.

თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის პროექტის „ანთიმოზ ივერიელი-ევროპული სააზროვნო სივრცის ნაწილი“(#FR-19-7625)ფარგლებში მომზადდა თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, ასევე შეიქმნაანთიმის სახელობის ელექტრონული ბიბლიოთეკა.

პროექტი განახორციელეს თსუ პროფესორებმა არიან ანასტასია ზაქარიაძემ, ირაკლი ბრაჭულმა, ვალერიან რამიშვილმა, დემურ ჯალაღონიამ, დოქტორანტმა გიორგი გრიგოლაშვილმა და დეკანოზმა ალექსი ქშუტაშვილმა.

მსგავსი ღონისძიებები