საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-02-08
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია, 26 მაისის ქ#25

8 თებერვალს, 14:00 საათზე, წიგნის ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი“ წარდგენა გაიმართება, რომელიც 2021 წელს დაფინანსებული თსუ სტუდენტური პროექტის ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების გეოგრაფიული კვლევის“ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაიბეჭდა. 
 

წიგნის თანაავტორები არიან თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი გიორგი დვალაშვილი, მაგისტრანტი თამარ ტეფნაძე (პროექტის ხელმძღვანელი), საბაკალავრო პროგრამა ,,გეოგრაფიის“ სტუდენტები: გვანცა მიქელაშვილი, ლაშა ქარქუსაშვილი, მარიამ ბაინდურაშვილი.
 

წიგნში განხილულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დეტალურად დახასიათებულია 1 ქალაქი და მუნიციპალიტეტში არსებული ტერიტორიული მართვის ორგანოში გაერთიანებული, საინტერესო გეოგრაფიული პირობებით და კულტურული მემკვიდრეობით გამორჩეული 67 სოფელი. კვლევის მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების (ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა) გეოგრაფიული შეფასება, რაც, გარკვეულწილად, შეავსებს არსებულ ხარვეზებს, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცნობადობის გაზრდასა და სხვადასხვა სახის ტურისტული მიმართულების განვითარებას. წიგნი განკუთვნილია როგორც, ვიწრო სპეციალისტების, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.


ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 104 წლის იუბილეს ეძღვნება.

 

 

მსგავსი ღონისძიებები