საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-11-09
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

9 ნოემბერს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პოლონელი და ქართველი მეცნიერების ერთობლივი ვორკშოპი, რომელშიც პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის წამყვანი მეცნიერები მონაწილეობენ.   ვორკშოპსგამართავენ. ღონისძიებაზე პოლონელი ფიზიკოსები განიხილავენ იმ სამეცნიერო პროგრამებს, რომელიც, შესაძლოა, საერთო საკვლევი და ევროპული საგრანტო პროექტების საფუძველი გახდეს. ვორკშოპამდე პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი კრიშტოფ კურეკი შეხვდება თსუ რექტორს გიორგი შარვაშიძეს.

პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრი ბევრ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტშია ჩართული.მათშორის KM3NeT და NICA/MPD პროექტებში, რომლებშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს. მათი ინტერესის სფეროა: ნაწილაკების ფიზიკა, ბირთვული ფიზიკა და გამოყენებითი კვლევები. მათ შორის, ახალი რადიონუკლიდები, რადიოფარმაცევტული საშუალებები და მათი გამოყენება, მასალების რადიაციული მდგრადობა და თვისებები, სამეცნიერო კომპუტინგი.  

ვორკშოპზე ბირთვული ფიზიკის სფეროში მომუშავე ქართველი მეცნიერებიც წარადგენენ მოხსენებებს. პოლონელი ფიზიკოსების ვიზიტი საქართველოში 11 ნოემბრამდე გაგრძელდება, რომლის დროსაც ისინი ეწვევიან რამდენიმე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. 

მსგავსი ღონისძიებები