საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-11-05
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ-ს I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

5 ნოემბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსში გამარჯვებული პროექტის „მასპინძლობის კულტურა“ პრეზენტაცია.

პროექტი „მასპინძლობის კულტურა“ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ან მომავალში დასაქმების მსურველი გიდებისთვის არის განკუთვნილი. პროექტის საფუძველზე ინოვაციური მოდულის შემუშავებითა და მსოფლიო გამოცდილების გაზიარებით, პროფესიული სტანდარტის ჩარჩო სასწავლო დოკუმენტი შეიქმნება. მსოფლიოს ტურისტულად წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, შემუშავდება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება საქართველოში მომუშავე ან მუშაობის მსურველი გიდებისათვის. კვლევა ითვალისწინებს რამდენიმე კომპონენტიანი, კომბინირებული პროგრამის შექმნას, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის შეძენისა და საჭირო უნარების გამომუშავებისათვის.

საქართველოს თავისი ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობითა და სტუმარ-მასპინძლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით, შესაძლებლობა აქვს ტურიზმის მეშვეობით ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოიპოვოს. ამჟამად, საქართველოში ტურიზმი განვითარების ახალ ეტაპზეა. ტურიზმის განვითარებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში პროფესიონალი კადრების არსებობა, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უნიკალური ტურისტული ქვეყნის პოზიციონირებას შეძლებენ.

თსუ-ის მიერ მომზადებულმა პროექტმა „მასპინძლობის კულტურა“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსში „ტურისტული გიდებისთვის კულტურის სფეროში სპეციალური ტრენინგ მოდულის შემუშავება“ გაიმარჯვა.

მსგავსი ღონისძიებები