9-11 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები საქართველოს, ჩეჩნეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ინგუშეთის, დაღესტნის, შვედეთის, საფრანგეთის და ა.შ. უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ცენტრებიდან.
სიმპოზიუმი 9 ნოემბერს, 10.00 საათზე გაიხსნება და ჩატარდება დისტანციური რეჟიმით Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კონფერენციის პროგრამა.