საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-06-09
თარიღი 17:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის N1

9 ივნისს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართება თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის მიერ მომზადებული წიგნის - ,,ახალი კორონავირუსი და თსუ - 2020“ პრეზენტაცია (წიგნის შემდგენელი და რედაქტორი: ნინო კაკულია).

პრეზენტაციას დაესწრებიან თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე,  თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, თსუ-ის კანცლერი ლაშა საღინაძე, თსუ-ის პროფესორები და სტუდენტები.

წიგნში ასახულია პანდემიის პირობებში თუ რა გამოწვევის წინაშე დადგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი? რა ახალი წესები ამოქმედდა და რა გარემო შეიქმნა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ,,კოვიდ-19“-ის გავრცელების საფრთხე გაიზარდა? რა გადაწყვეტილებებით პასუხობდა უნივერსიტეტი ახალ სირთულეებს? რაზე მსჯელობდნენ, რა პოზიციებს გამოხატავდნენ და როგორ შეხვდნენ ცხოვრების ახალ რუტინას უნივერსიტეტის თანამშრომლები, პროფესორები და სტუდენტები?

წიგნში ასახულია ასევე თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიმოხილვა, რაც პანდემიის დროს სასწავლო პროცესის და ახალი გარემო პირობების მიმართ სტუდენტთა დამოკიდებულებებს უკავშირდება.

წიგნი შეასრულებს ისტორიული წყაროს, თავისებური დოკუმენტური მასალის როლს სამომავლოდ.

მსგავსი ღონისძიებები