საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-05-27
თარიღი 20:00 სთ
მისამართი ZOOM

27 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921)  შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა მართავს ლექცია-დისკუსიას - „საქართველო და ახლო აღმოსავლეთი 1918-1921 წწ-ში.“
ლექციის ფარგლებში მიმოვიხილავთ თურქეთისა და ირანის პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას,  კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელობას I მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქაში.

მომხსენებლები :
სანდრო ბაკურაძე - აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, თურქეთის პოლიტიკისა და უახლესი ისტორიის მიმომხილველი.სანდრო ბაკურაძე 2010-2014 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქოლოგიას, ხოლო 2015-2018 წლებში სწავლობდა ანკარის ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის  თურქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.    
ნიკო ქელბაქიანი - აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. ნიკო ქელბაქიანი 2012-2016  წლებში სწავლობდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში ირანისტიკის მიმართულებით,  ხოლო 2016-2017 წლებში  ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლაში ირანის კვლევების მიმართულებით.

მოდერატორი:
გიორგი ჯავახიშვილი - ისტორიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921)  შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

შეხვედრა გაიმართება ZOOM-ის საშუალებით.
Join Zoom Meeting
Meeting ID: 876 471 7617
Passcode: 1920

მსგავსი ღონისძიებები