საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-04-25
თარიღი 15:00 სთ
მისამართი თსუ

25 აპრილს,  15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისა და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის  Online ღია კარის დღეს გამართავს.

 თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ფაკულტეტების დეკანები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოსწავლეებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან მათთვის საჭირო და საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით:  

თსუ საგანმანათლებლო პროგრამები;
 თსუ საერთაშორისო ურთიერთობები;
 დაფინანსების შესაძლებლობები;
 კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
 სასწავლო რესურსები;
 კვლევა თსუ-ში;
 თსუ სტუდენტური საერთო საცხოვრებელი;
 კულტურული და სპორტული აქტივობები;
 სტუდენტური ცხოვრება;

 ღია კარის დღე Live რეჟიმში,  Facebook-ის გამოყენებით გაიმართება, რომელიც  თსუ ოფიციალურ Facebook გვერდზე გავა .  მოსწავლეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.

 

მსგავსი ღონისძიებები