საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-04-23
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის N1

23 აპრილს, 16:00 საათზე,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შიდა ეზოში გაიმართება თსუ-ს ასოცირებული პროფესორ დავით მაზიაშვილის ახალი მონოგრაფიული ნაშრომის „შექსპირის პოსტმოდერნიზმის“ წარდგენა.

პროფ. დავით მაზიაშვილის მონოგრაფია ეძღვნება უილიამ შექსპირის რეცეფციას პოსტმოდერნისტულ ინგლისურ პროზაში, დრამატურგიასა და ინგლისურ და ქართულ თეატრში. კერძოდ, ნაშრომში შესწავლილია თანამედროვე ინგლისელი მწერლების ენჯელა კარტერის, იან მაკიუენის, ედუარდ ბონდის და ჰოვარდ ბარკერის შემოქმედება. აგრეთვე,მონოგრაფიაში გააზრებულია თანამედროვე დასავლეთის სოციო-პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში თანამედროვე ინგლისელი და ქართველი რეჟისორების მიერ ლონდონის და ქართულ თეატრებში დადგმული შექსპირის შემოქმედების უახლესი ინტერპრეტაციები.  

მონოგრაფია გამორჩეულია იმითაც, რომ ნაშრომს ერთვის დავით მაზიაშვილისმიერ 2015, 2019 და 2020 წლებში თბილისში, ლონდონსა და ოქსფორდში გადაღებული სამი დოკუმენტური ფილმი ქართული შექსპირიანას შესახებ.

წიგნი განკუთვნილია სპეციალისტებისათვის, სტუდენტებისა და ზოგადად შექსპირით, პოსტმოდერნისტული ლიტერატურით, დრამატურგიითა და თეატრით დაინტერესებული ფართო მკითხველისთვის.

მსგავსი ღონისძიებები