საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-04-14
თარიღი 18:00 სთ
მისამართი facebook live

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება!
14 აპრილს, 18:00 საათზე, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „სიტყვათა სესხებასთან დაკავშირებული პრობლემები ქართულ ენაში“.
საჯარო ლექციას ენათმეცნიერი, თსუ პროფესორი თინათინ ბოლქვაძე გაუძღვება. 14 აპრილის ქართული ენის დღედ დაწესება 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ქართველმა საზოგადოებამ პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. პროტესტის შედეგად საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა კონსტიტუციის ცვლილება აღარ შეეტანა. ღონისძიება ჩატარდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის facebook გვერდზე პირდაპირი ტრანსლირებით

მსგავსი ღონისძიებები