საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-03-19
თარიღი 17:00 სთ
მისამართი თსუ

19 მარტს, 17:00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე.


მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური საბაკალავრო პროგრამების შესახებ. კერძოდ:
• ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა;
• დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
• მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
• ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრებთან, თითოეული საბაკალავრო პროგრამის წარმომადგენელთან, ლექტორებთან და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აბიტურიენტები გაეცნობიან ფაკულტეტზე მოქმედ პროგრამებს, ღონისძიებებს, საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან გაცვლით პროგრამებსა და სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებას.
შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, ZOOM პლატფორმაზე.


დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/k7TZGcpuSuu8Cnpq8
რეგისტრაციისას მითითებულ მეილზე მოგივათ შეტყობინება და დეტალური ინსტრუქცია შეხვედრაზე დასასწრებად.

ფეისბუქ ივენთის ლინკია: https://www.facebook.com/events/1373273909694373

 

მსგავსი ღონისძიებები