საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-02-24
თარიღი 13:45 სთ
მისამართი თსუ

24 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება, საქართველოში აშშ - ს საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე გრანტის პროგრამით დაფინანსებული თსუ-ს საგრანტო პროექტის - „მედიაწიგნიერების გაუმჯობესება, როგორც დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი  საქართველოში“ - ფარგლებში,  მართავს სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: „ყალბი ამბები და დეზინფორმაცია: საფრთხეები, ბრძოლის გზები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები“.

 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედიაცენტრი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტი.

კონფერენცია ეძღვნება დღეისათვის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის სხვადასხვა ფორმის მედიაში გავრცელების ტენდენციები, მათთან ბრძოლის საშუალებები, სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები.

კონფერენციის პროგრამით განსაზღვრული იქნება შემდეგი სექციები:

„ფეიკ ნიუსები“ და პროპაგანდისტული საფრთხეები

გლობალური პანდემია და დეზინფორმაცია

მედიაწიგნიერება: გამოწვევები, პერსპექტივები

ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტები.

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი წარმოდგენილი იქნება აღნიშნული უნივერსიტეტების პროფესორებით, დარგის სპეციალისტებითა და ცნობილი ექსპერტებით. კონფერენცია ჩატარდება დისტანციურ ფორმატში („ზუმის“ პლატფორმა).

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული

საკონტაქტო ინფორმაცია:  ტელ:  591838282 .     ელ.მის.:    natia.svanidze@tsu.ge;                                                                 marina.saluqvadze@tsu.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კონფერენციის პროგრამა.

მსგავსი ღონისძიებები