საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-12-26
თარიღი 19:00 სთ
მისამართი zoom პლატფორმა

26 დეკემბერს, 19:00 საათზე, პატრისტიკის საერთაშორისო ასოციაციის (IAPS/AIEP) ქართული სექცია მართავს ადგილობრივ კონფერენციას - „პატრისტიკის აქტუალური პრობლემები საქართველოში“ (IAPS/AIEP).

კონფერენცია ეძღვნება ფილოსოფიის ისტორიის გამოჩენილ მკვლევარს, IAPS/AIEP -ის ქართული სექციის  წევრს, აკადემიკოს გურამ თევზაძეს (1932-2018).  

კონფერენციაზე წამოდგენილი იქნება IAPS/AIEP-ის ქართული  სექციის  წევრთა ინდივიდუალური კვლევებისა  და ჯგუფური პროექტების ანგარიშები, რომლებიც ასახავს პატრისტიკისა და შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურის კვლევის სფეროში  მათ მიერ შესრულებულ, მიმდინარე და სამომავლო კვლევებს.  

კონფერენციის ორგანიზატორია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბიზანტინისტიკის კათედრა. 

ღონისძიება გაიმართება ზუმის პლატფორმაზე: https://zoom.us/j/96771911155 
Meeting ID: 967 7191 1155

მსგავსი ღონისძიებები