23 დეკემბერს, 19 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი და „სულაკაურის გამომცემლობა" მართავს აკად. რისმაგ გორდეზიანის ბერძნული ცივილიზაციის მესამე, დამასრულებელი ტომის - „ელინისტური ეპოქიდან გვიანანტიკურობამდე” ონლაინ პრეზენტაციას.
მსურველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ღონისძიებაში. პრეზენტაციაზე დასასწრებად შეგიძლიათ გამოიყენოთ პლატფორმა Zoom-ის ბმული.
პრეზენტაციის მსვლელობას აგრეთვე, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ინსტიტუტისა და გამომცემლობის Facebook-ის გვერდებზე.