19 დეკემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი მართავს მასწავლებელთა მე-9 საუნივერსიტეტო კონფერენციას "უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს".
კონფერენციას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გაგოშიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან ჭკუასელი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.
კონფერენცია წარიმართება ონლაინ რეჟიმში zoom პლადფორმის საშუალებით.
Zoom Meeting ID: 6678990936
Passcode: 123456