16,17,18 დეკემბერს, 12.00 საათზე, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო მართავს 3-დღიან უფასო ონლაინ ტრენინგს ’’მოითხოვე და მოგეცემა’’ ანუ მოლაპარაკების ხელოვნება და პრაქტიკული რჩევები ეფექტური პრეზენტაციის გასაკეთებლად.
ტრენინგი შეეხება შემდეგ თემებს:
· რას ნიშნავს მოლაპარაკება?
· ყველაფერი მოლაპარაკებადია! გააჩნია სად, ვისთან და როდის;
· მოლაპარაკების სახეობები, სტრატეგიები და ტაქტიკები;
· ძალთა ბალანსის გადანაწილება მოლაპარაკების პროცესისას;
· როგორ გაუმკლავდე რთულ და აგრესიულ ადამიანებს?
· რა გვიშლის ხელს მოლაპარეკების წარმატებაში? - შიდა და გარე ფაქტორები;
· ეფექტური მოლაპარაკების 5 საიდუმლო.
- რა განსხვავებაა პრეზენტაციასა და ჩვეულებრივ საუბარს შორის?
- როგორ მოვემზადო პრეზენტაციისათვის?
- როგორ დავძლიო სტრესი?
- პრეზენტაციის შინაარსი და მისი შესაბამისი ფორმა;
- ფერების გაოყენების ფარული გავლენა წარდგენილი შინაარსის აღქმადობაზე;
- 9 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვა პრეზენტაციის გაკეთებისას.
ტრენინგზე დასწრება შეუძლია თსუ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
ტრენინგის ბმულს მიიღებთ ელექტრონულ მისამართზე სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ.