საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-11-30
თარიღი 13:00 სთ
მისამართი zoom: https://us02web.zoom.us/j/83683750897

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის, AUF-ის (ფრანკოფონის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით მრგვალი მაგიდა გაიმართება.

რა არის ხელოვნური ინტელექტი, როგორ ვითარდება და რა შეუძლია მას?
როგორ იყენებს მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტს და რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, როგორ იყენებენ ქართული ბიზნეს ორგანიზაციები მას?
რას ელოდება ადამიანი/მომხმარებელი მისგან.
ხელოვნური ინტელექტი და შეცვლილი რეალობა.
ხელოვნური ინტელექტი - გამოწვევა კომპანიებისთვის
ხელოვნური ინტელექტი მენეჯმენტში - როგორ ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს?
სწავლების თავისებურებები - როგორ ვასწავლოთ? ახალი საუნივერსიტეტო საგნები შეცვლილი რეალობის კვალდაკვალ.

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრებენ მოწვეული სტუმრები:
ქეთევან ლომინეიშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მოწვეული ლექტორი
სანდრო ასათიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ერეკლე მაღრაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის FB გვერდებზე.

შეხვედრა გაიმართება პროგრამა zoom-ში: https://us02web.zoom.us/j/83683750897

zoom-ში შემოსვლამდე გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

მსგავსი ღონისძიებები