საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-11-05
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ I კორპუსი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს  იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს ეროვნულ არქივს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი პროექტების მომზადება-განხორციელება.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაიბეჭდება ორენოვანი (ქართულ-ფრანგული) გამოცემა. წიგნი ეძღვნება 1921-2016 წლების პერიოდს. მასში აღწერილია ლევილის ქართული მამულის ისტორია, პირველი ემიგრაციის ჩასვლის დღიდან, მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესების ჩათვლით. ავტორისეული მოგონებების საშუალებით, მკითხველი გაეცნობა ქართველთა მამულში განვითარებულ პოლიტიკურ, თუ ყოველდღიურ ისტორიებს. 
მემორანდუმს ხელს მოაწერენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი.
გამოცემა საინტერესო იქნება, როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
 

მსგავსი ღონისძიებები